"ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსი" 15 იანვრიდან ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს

"ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსი" 15 იანვრიდან ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს

"ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსი" 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევას სამი უწყება - საპატრულო პოლიცია, გარემოს დაცვის სამსახური და ადგილობრივი თვითმმართველობა გააკონტროლებს. კანონი საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს არეგულირებს. "ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარჩენებს, ეს იქნება სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა, ფანჯრიდან გადაყრიან.
ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი მგზავრი ჯარიმდება.