ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემების გადაჭრის სტრატეგიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ევროპის ფონდის ორგანიზებით, თბილისში მესამე საჯარო ფორუმი გაიმართა. საჯარო ფორუმზე დაინტერესებულმა მხარეებმა, განიხილეს ეკომიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები და სამომავლოდ ამ მიმართულებით შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვაზე იმსჯელეს.

▶ საქართველოში ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არ არსებობს სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგია;

▶ არ არის განსაზღვრული ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების როლი პრევენციული თუ კრიზისული სიტუაციების მართვის დროს;

არ არის განსაზღვრული სტიქიის დროს, როგორ მოხდება ფუნქციებისა და უფლება-მოსილებების განაწილება ცენტრალურსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.

დემოკრატიის ინსტიტუტისა და ევროპის ფონდის მიერ, ნოემბრის თვეში ჩატარებულმა რეგიონულმა შეხვედრებმა, სადაც მონაწილეობა მიიღო 76 მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ცხადყო, რომ დამსწრე საზოგადოების უმრავლესობას სურვილი აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, უფრო აქტიური ჩართულობისა და ადგილზე ეფექტური პოლიტიკის წარმართვაში მონაწილეობის, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო და ფინანსური მექანიზმების გაუმჯობესება სჭირდება. დღეს არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რესურსების მობილიზება უმეტეს შემთხვევაში ხდება კონკრეტული სტიქიური მოვლენების შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა ზოგადად სტიქიური მოვლენების, ეკომიგრაციის გამომწვევი შესაძლო რისკების შეფასებას და ზიანის შემცირების საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებას. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ძირითადად გარემოსა ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა ფინანსური რესურსის სიმწირის გამო, საპრევენციო რეკომენდაციების შესრულებას ვერ ახერხებენ.
ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკის, რესურსებისა და შესაძლებლობის ანალიზის და ეკომიგრაციის პრევენციისკენ მიმართული მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების მიმართულებით, ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა არის საჯარო ფორუმების ძირითადი შედეგი.


საჯარო ფორუმები დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის “ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სოციალურ ქსელში:

Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი

ეკომიგრაცია Ecomigration