
“დემოკრატიის ინსტიტუტი” აცხადებს კონკურსს სოციალური სარეკლამო რგოლის დამზადებაზე.
მოთხოვნა:
- სარეკლამო რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);
- ვიდეო არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ელემენტებს;
- ვიდეო რგოლის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთ ორგანიზაციასთან;
- „დემოკრატიის ინსტიტუტი“ იტოვებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში.
- "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ ვიდეოში აღმოჩენილი უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება წარმოდგენილ ვერსიაში.
- ვიდეო რგოლის შექმნის პროცესში, ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება, წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული „დემოკრატიის ინსტიტუტთან“;
- სატელევიზიო ეთერში განსათავსებლად, ვიდეო რგოლი მზად უნდა იყოს არაუგვიანეს, 2019 წლის 20 ოქტომბრისა.
კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს;
- კომპანიას/პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, კომპანიას/პირს ჰქონდეს მსგავს თემატიკაზე ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოაგზავნოს:
- სოციალური სარეკლამო რგოლის წინასწარი სცენარი;
- რგოლის დამზადების ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
- საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი (დღგ-ს გარეშე);
- ინფორმაცია ორგანიზაციის/პირის შესახებ (პორტფოლიო);
- ორგანიზაციის/პირის მიერ მომზადებული მინიმუმ 2 ვიდეო რგოლის ბმული.
განაცხადი უნდა გამოგვიგზავნოთ, არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა, 16:00 საათი, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@iod.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107 „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 27 57 44 / მობ: 577 57 37 75 (ნინო ხაჩიძე).
იხილეთ განაცხადი jobs.ge-ზე