ბიზნესის მართვის ტრენინგი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა)

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 დღე (10 საათი)
მიზნობრივი ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები.
ტრენინგ-პროგრამა: ბიზნესის დაგეგმვა, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის გაძლიერების მეთოდები, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპები, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობები, გაყიდვების დაგეგმვა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, ბიზნეს-გეგმის მომზადება, დაფინანსების მოძიება და მართვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ასევე დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში განაცხადის შევსებით.
მისამართი: ქ. ბათუმი: ჭავჭავაძის ქ.№107
პროგრამა დაგეგმილია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.
ტრენინგი ჩატარდება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა