პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე (48 საათი).
მიზნობრივი ჯგუფი: აჭარაში მცხოვრები ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები.
პროგრამის აღწერა: კურსი მოიცავს, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს, ასევე საწარმოთა საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს. განხილული თემების შესწავლის გასაადვილებლად გამოყენებული იქნება მრავალი მაგალითი და სიტუაცია, შეისწავლება სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული გატარებები. კურსი მოიცავს ასევე საგადასახდო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადების სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას.
მთავარი საკითხები: ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი; ბუღალტრული ანგარიშები და ორადი ასახვა; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგის) აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა; მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა; ვალდებულებების აღრიცხვა; საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა; საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა; სავალუტო კურსთა შორის სხვაობა; ფინანსური ანგარიშგება, ბუღალტრული ბალანსი; მოგება-ზარალის ანგარიშგება. პირველადი, საბოლოო და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შევსება (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა); პროგრამა - Oris: ორგანიზაციის რეგისტრაცია, ანგარიშთა გეგმის აწყობა; ორადი გატარებები; დოკუმენტაცია, სამეურნეო ოპერაციები; ხელფასის უწყისი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ასევე დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში განაცხადის შევსებით.
მისამართი: ქ. ბათუმი: ჭავჭავაძის ქ. №107
ტრენინგი დაგეგმილია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი“.
ტრენინგები ჩატარდება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში. ტრენინგის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს სარეგისტრაციო ფორმა