პროექტი: მევენახეების პროფესიული განვითარება ქედის მუნიციპალიტეტში
პროექტის მიზანი: პროფესიული კოლეჯების და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, ახალი, სამუშაო სწავლებაზე დაფუძნებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის შემუშავება.
პროექტის ბენეფიციარები: პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების სტუდენტები, მათ შორის მევენახე-მეღვინე ფერმერები როგორც ქედიდან, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტიდან - შუახევიდან, დამწყები მეღვინეები და/ან საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1. დემოკრატიის ინსტიტუტი და პროფესიული კოლეჯი „Black Sea“ დარგის სპეციალისტებისა და განათლების ექსპერტების ჩართულობით, აჭარის რეგიონის სოფლის მეურნეობის სპეციფიკური მახასიათებლების და ღვინის წარმოებისას ყურძნის ადგილობრივი ჯიშების გათვალისწინებით, შეიმუშავებს მოკლევადიან სასწავლო კურსს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
2. პროექტის ფარგლებში პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების კურსი განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტში, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) გზით, სსიპ პროფესიული კოლეჯის Black Sea-ის („შავი ზღვა“) ბაზაზე.
3. ქედის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ღვინის მცირე ლაბორატორია, რომელიც პროფესიული კურსის განხორციელებისას გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში მეღვინეების კონსულტაციისთვის.
4. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან ადგილობრივი ფერმერები და მათი მეურნეობები.
5. რეგიონში იქნებიან კვალიფიციური მევენახეები ან/და მეღვინეები.
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პროექტის ხანგრძლივობა: 24.11.2021 – 31.7.2022